ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აშშ-მ გრანტი გამოუყო
აშშ-მ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გრანტის სახით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
პროექტის მიზანია, ინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 18 თვის განმავლობაში ისინი მოსახლეობას იმ სიკეთეებისა და სარგებლის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რასაც ქვეყანას დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს.
ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო.