ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აშშ-მ გრანტი გამოუყო

15:25, 22.10.2018

აშშ-მ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გრანტის სახით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

პროექტის მიზანია, ინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 18 თვის განმავლობაში ისინი მოსახლეობას იმ სიკეთეებისა და სარგებლის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რასაც ქვეყანას დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო.

მსგავსი