ნატო-ს ვილნიუსის სამიტი და საქართველო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში მოლოდინები არაერთგვაროვანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პარტნიორების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, თუმცა ამის პარალელურად ქვეყნის ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. უმრავლესობის შეფასებით კი ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიცია საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ნათლად ადასტურებს.