საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ჩამოვიდა.
ორგანიზაციის უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა იენს სტოლტენბერგის ორი დღის წინანდელი გზავნილები გაიმეორეს, მოსკოვს თბილისიდან საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენეს და ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს.
ორი დღის განმავლობაში კომიტეტის წევრები საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს შეაფასებენ და შეირაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებს დეტალურად შეისწავლიან.
კომიტეტის წევრები პირადად დაესწრებიან ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებასაც, რომელიც კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე 18 მარტიდან მიმდინარეობს.