თბილისი ნატო-ს სამხედრო კომიტეტს მასპინძლობს

ჩრდილოატლანტიკური ალიანისის გენერალური მდივნის შემდეგ, თბილისი ნატო-ს სამხედრო კომიტეტს მასპინძლობს.

ალიანსის გენერალიტეტი ხვალ ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს დაათვალიერებს. ასევე გაეცნობა შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. მანამდე კი დღეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარა თემა შავი ზღვის უსაფრთხოება იყო.

თემის დეტალები „მოამბეში“.

დატოვე კომენტარი