ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა

ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს აფასებენ.

თბილისში მყოფი ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრები დღეს კრწანისის სამხედრო ბაზაზე პირადად აკვირდებოდნენ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს.

სწავლებაში ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი 24 ქვეყანაა ჩართული. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მრავალეროვნული სწავლება საქართველოს შეირაღებული ძალების მიერ დაიგეგმა და შესრულდა.