ვილნიუსის სამიტს ეხმაურებიან თბილისში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის შეფასებით, კომუნიკე, რომელიც სამიტზე მიიღეს, საქართველოსთვის ნატო-სთან დაახლოების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია, რასაც „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ საგარეო კურსს უკავშირებენ.
ოპოზიციის მეორე ნაწილს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს. მათი თქმით, საქართველო მზად არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად და ახლა ჯერი ნატო-ს გადაწყვეტილებაზეა. მმართველი პარტიისთვის კი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტი მოულოდნელი არ ყოფილა.