ნათია მეზვრიშვილი „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს წარადგენს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტს პირველი მოსმენით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წარადგენს. ცვლილებები ე.წ. ქუჩურ გარჩევას ეხება. კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით, შეკრება ე.წ. ქუჩური გარჩევა კრიმინალიზებული იქნება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას კრიმინალებთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ აქვს და კანონპროექტის აღსრულება არ მოხდება. საპირისპიროა უმრავლესობის პოზიცია, რომელიც ცვლილებების მიზანს განმარტავს.