ცნობილი პორტრეტები და პეიზაჟები, კუბაზე მოგზაურობის ამსახველი ნახატები „ვეხფისტყაოსნის“ ილუსტრაციები – ქართველი მხატვრის და ფსიქოლოგიური პორტრეტების ოსტატად მიჩნეულ ნათელა იანქოშვილის შემოქმედებას საკუთარ სივრცეს ამჯერად გალერეა „თი“ დაუთმობს. დამთვალიერებელთა დიდი ნაწილი პირველად ნახავს ავტორის გრაფიკულ ნამუშევრებსაც.
მხატვრის გრაფიკული ნამუშევრების ერთ-ერთი მთავარი სერია მექსიკასა და კუბაში მოგზაურობას უკავშირდება. აქვს ქართულ მოტივებზე, მათ შორის სვანეთთან დაკავშირებული ნახატებიც.
გალერეა „თი“-ში ნათელა იანქოშვილის ნამუშევრების გამოფენა 15 მარტამდე გაგრძელდება.