თინეიჯერი მხატვრის შემოქმედება #ახალდღეში

 13 წლის მხატვარი ნინო ჩხეტიანი სხვადასხვა მიმართულებაში ხატავს, მაგრამ განსაკუთრებით პეიზაჟები და პორტრეტები მოსწონს. გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად, ზეთის საღებავებითა და გუაშითაც მუშაობს. უკვე მეექვსე წელია, თბილისის სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში სწავლობს. წლების განმავლობაში იყო სკოლისა და მერიის სტიპენდიანტი. ნინო ახლა პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.

ავტორი: მარიამ ფირცხალავა.

ახალი დღე