„პილოტები“ - მარიამ შაქარაშვილისა და ბექა საყვარელიძის გამოფენა

„პილოტები“ – ამ სახელწოდებით გუშინ მარიამ შაქარაშვილისა და ბექა საყვარელიძის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია მარიამ შაქარაშვილის ნამუშევრების ახალ სერიას აერთიანებს, სადაც, ძირითადად, მისი ავტოპორტრეტებია წარმოდგენილი.

როგორც ავტორი აცხადებს, ეს არის პორტრეტები, რომლებიც საკუთარ თავსა და რეალობას თვითონ მართავენ. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში სასტუმრო „გალერი პალასში“ გაგრძელდება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.