52 კილოგრამამდე კოკაინი ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში – შსს-მ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნილად გამოაცხადა.
გამოძიების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერებები ეკვადორიდან ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით მიჰქონდათ. საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, ბრალდებულებს შორის არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც. დღესვე ცნობილი გახდა კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემის შესახებ. იგულისხმება ნარკოტიკების სარეალიზაციო ინტერნეტ-მაღაზია, რომლითაც, გამოძიების მიხედვით, ე.წ. შავი ბაზარი მარაგდებოდა.