#დოსიე „ბანანის კანონი“

ბანანი – ხილი, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მთელი იმპერია შექმნა.

პირველი მულტინაციონალური კომპანია United Fruit Company, რომელმაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნები ბანანის რესპუბლიკებად აქცია.

კაპიტალიზმი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყნების საზღვრებით, კნონებით, მარიონეტი დიქტატორებითა და მმართველებით, თავისი საჭიროების მიხედვით მანიპულირებდა, აუტანელ პირობებში ამუშავებდა და აცხოვრებდა ადგილობრივ მოსახლეობას.

ბანანის, ჩვეულებრივი ხილის ისტორია, რომლისგანაც თანამედროვე მულტინაციონალურმა კომპანიებმა მემკვიდრეობით მიიღეს ეკომომიკური ვერტიკალური ინტეგრაციის, მონოპოლიის, ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციისა და მონოკულტურების ინტენსიური გაშენების, ნიადაგის გამომფიტავი კონცეფცია.

მატილდ დამუაზელის დოკუმენტური ფილმი „ბანანის კანონი“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

ფილმის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე

დოსიე

  

დატოვე კომენტარი