უნიკალური ქართული კინომემკვიდრეობის ახალი სიცოცხლე. ათწლეულების წინ გადაღებულ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ფილმებს მაყურებელი აღდგენილი სახით და გაუმჯობესებული გამოსახულებით ნახავს. ძველი ფირების რესტავრაციის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი დასრულდა – ხვალიდან 10-მდე რესტავრირებული ფილმის რეტროსპექტივა იწყება. სრულად აღდგენილ ფილმებს შორისაა ყველასთვის კარგად ნაცნობი “ნეილონის ნაძვის ხე”. პროექტი, რომელიც ძველი ფილმების გაციფრულებას გულისხმობს გრძელდება. რესტავრირებული კინონამუშერვების ჩვენებას ეროვნული არქივის კინოდარბაზი უმასპინძლებს.