ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის კინოდარბაზში დოკუმენტური ფილმის, „საუნჯის ოდისეის“ ჩვენება გაიმართა. ფილმის ავტორი, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეა, იდეა კი საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, გიორგი კალანდიას ეკუთვნის. ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი განძის დაბრუნების 80 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში ასახულია ყველა ის ექსპონატი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა 1921 წელს საფრანგეთში წაიღო და ამით გადაარჩინა. ფილმი კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით შეიქმნა.