მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველ არხზე
მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პირველ არხს სტუმრობდნენ. აღნიშნული ექსკურსია მოსწავლეებისთვის სიმბოლურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩაინიშნა. მე-100 სკოლის მეშვიდე, მეცხრე და მეათე კლასელებმა თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სტუდიები დაათვალიერეს.
მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პირველი არხი ექსკურსიებს რეგულარულად მასპინძლობს, რაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მედიის მუშაობის პროცესს ახლოს გაეცნონ.