ნარკოპოლიტიკის რეფორმის მოთხოვნა

მოსამართლე ლია ორკოდაშვილის მიერ გამოტანილმა განაჩენმა ქვეყანაში მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემა კიდევ ერთხელ გაააქტიურა.

მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტს პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის შეწყალებას სთხოვენ. ორ გრამამდე კლუბური ნარკოტიკის ფლობისთვის 8 წლით პატიმრობამისჯილი მამუკა ბერძენიშვილის მხარდამჭერი აქციიდან დღეს პარლამენტსაც მიმართეს და ის კანონპროექტი შეახსენეს, რომლის განხილვა უკვე მესამე თვეა შეჩერებულია.

დეპუტატები თანხმდებიან, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელი უნდა გაუქმდეს, თუმცა დოზებზე უთანხმოების გამო ნარკოპოლიტიკის რეფორმა ჭიანურდება.