ნარკოპოლიტიკის რეფორმა

ნარკოპოლიტიკის მასშტაბური რეფორმის ამოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ამ თემის ხსენების შემდეგ საპატრიარქო ამჯერად უკვე იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლებიც ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების მიმართ ლიბერალური მიდგომის დამკვიდრებას წინ უნდა უძღოდეს. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას გულისხმობს. რჩევების გათვალისწინებამდე კი, საპატრიარქოს აზრით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს. დოკუმენტის არსებულ ვერსიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის გაზრდის საფრთხეს ხედავს.