ზიანის შემცირების საქართველოს ცენტრმა ნარკოტიკის თემასა და ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამოცემის პროექტის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ნარკოტიკის ონლაინ გამოცემა საქართველოში აღნიშნულ თემაზე პირველი ონლაინ გამოცემაა. მისი მიზანია ნარკოტიკის და მისგან განპირობებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების და გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინფორმირების გაზრდა. ასევე შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს „მეტადონის“ პროგრამაში არსებულ პრობლემებზე.