ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება ციხის შიდა და გარე პერიმეტრი. შენარჩუნებული იქნება მისი ისტორიული იერ-სახე. რეაბილიტაციის დასრულება მომდევნო წელს იგეგმება. ბიუჯეტი 13 მილიონ ლარზე მეტია. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო.