ნარიყალას რეაბილიტაცია

ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ – განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 715 000 ლარი დაიხარჯა.