„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ „ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ნინო წილოსანი და პარლამენტის წევრები დედაქალაქში მცხოვრებ უფროსკლასელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. მოწვეულმა სპიკერებმა ახალგაზრდებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმებზე, მათ შორის კიბერძალადობაზე საჯარო ლექცია ჩაატარეს.