მუნიციპალური ნარჩენების მართვის შესახებ დღეს პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
კომიტეტის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოკვლევის შედეგები და გამოწვევები გააცნეს. გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, პრობლემა არალეგალურ ნაგავსაყრელებშია, რომლის მართვა და შესაბამისი ფინანსების მობილიზება მუნიციპალიტეტებმა უნდა შეძლონ.
სპეციალისტების რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებებსაც ეხება. ერთ-ერთი რეკომენდაცია ნარჩენების გადამამუშავებელი მეწარმეებისთვისაა, რომლებიც მეორად პროდუქციას აწარმოებენ. მათი თქმით, მეორადი პროდუქტის წარმოების შემთვევაში მეწარმემ საგადასახადო შეღავათებით უნდა ისარგებლოს.