გარემოს დაცვის კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში

თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში დეპუტატებს კახა კუჭავამ წარუდგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, სახელმწიფო უწყებებს შორის გაუმჯობესებული კოორდინაცია და საკითხისადმი ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება.

ანგარიშში მთლიანობაში 40 რეკომენდაციაა სხვადასხვა უწყების მიმართ. ამ რეკომენდაციების კუთხით მითითებულია კონკრეტული ვადები, ძირითად პრობლემად კი ანგარიშში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი სახელდება.