ნაპირსამაგრი სამუშაოები ვერეს ხეობაში

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ხეობის ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება სრულად, ერთ ჰექტრამდე ფართობის გასუფთავება. ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა. აღნიშნული სამუშაოები მდინარის კალაპოტის ჩახერგვის პრევენციის მიზნით ტარდება. ნაპირის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება რამდენიმე დღეში იგეგმება.