„ნადირობა კუდიანებზე შინ და გარეთ“ - „რესპუბლიკური პარტია“ საპატრიარქოს განცხადებას აფასებს
ნადირობა კუდიანებზე შინ და გარეთ – ასე აფასებს რესპუბლიკური პარტია საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას.
რესპუბლიკური პარტია საპატრიარქოს სახელისუფლებო ქრთამის მიღებაშიც ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, საპატრიარქოში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები უკვე ზედაპირზე ამოდის, რაც გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პარტიის დღევანდელ განცხადებაში საუბარი ე.წ. ციანიდის საქმესაც შეეხო. ხათუნა სამნიძის თქმით, პროცესების გაუმჭვრივალობა მოქალაქეებს ეკლესიის მიმართ ნდობას უკარგავს.