„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების გადაწყვეტილება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანში კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა. მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და აღნიშნეს, რომ მხარს საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ.