ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი ძალაში დატოვა. საუბარია ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გაუქმებაზე. სასამართლო პროცესს ოთხივე უბნის კომისიის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბათილი ბიულეტენების გადათვლაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის ოთხი უბნის ხმების გადათვლის შემდეგ, შედეგები „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა.