„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მომავალი

„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირების შემდეგ, პოლიტიკურ სპექტრში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ პარტიის პოლიტიკური სივრციდან გაქრობის საკითხი გააქტიურდა. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური საქმიანობა საბოლოოდ დასრულდეს. თავად პარტიაში კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.