„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ხულოში ირაკლი ჯორბენაძე იქნება
19 მაისის შუალედურ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ხულოში ირაკლი ჯორბენაძე იქნება. მხარდამჭერებს კანდიდატი პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხულოს თეატრის შენობაში წარუდგინა. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს ორი მოწვევის საკრებულოს წევრია.
ხულოს მერის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ხულოს მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებს. უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან” ხულოს მერობის კანდიდატი სწორედ ვახტანგ ბერიძე იქნება.