ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი – „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტი მიმდინარე კვირას დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში იმყოფებოდა. საქართველოში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულ და „ბიბისის“ მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემის მთავარ ფიგურანტად დასახელებულ კეზერაშვილთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სასაუბრო თემების დეტალები უცნობია.
შეხვედრის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულებმა თქვეს, რომ კეზერაშვილთან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დიდი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ, პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი კი დღის წესრიგში არ დგას. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი პარტიაზე კეზერაშვილის გავლენას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ გეგმას სკეპტიკურად უყურებს, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ კეზერაშვილის მიერ კორუფციით ნაშოვნი ფულით ოპოზიციის დაფინანსება შედეგს ვერ გამოიღებს.
სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.