„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავს. შეკრებილების თქმით, აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული რუსულ ინტერესებს ემსახურება. შეკრებილებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.