3D განათებების დამონტაჟების შემდეგ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს ღამის საათებში 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. მათ საშუალება აქვთ დაცულ ტერიტორიებზე ღამის საათებშიც იმოგზაურონ. მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00-დან ღამის 12:00 საათამდეა შესაძლებელი.