მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში, მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათავლიერა.

მარტვილის კანიონს გასულ წელს 200 000 ვიზიტორი ესტუმრა, რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%-უცხოელი იყო.

ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს.

კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები.