მზადება ტურისტული სეზონისთვის გურიაში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ტურისტული სეზონისთვის ემზადება.

ვიზიტორებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, მუნიციპალური სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. ინტენსიურად მიმდინარეობს დაბა ურეკისა და შეკვეთილის განახლება-მოწესრიგება. მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.