2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. დონორი ორგანიზაციის – გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
პროექტის მიხედვით, სრულად განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სველი წერტილები, ველობილიკები, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება. პროექტის ჯამური ღირებულება 173 326 ევროა. მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.