თბილისში საახალწლო პროგრამა იწყება.
25 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიუზიკლს წარმოადგენენ. დადგმა სახელწოდებით „საახალწლო ექსპრესი“ ზღაპრული მატარებლით მაყურებელს დროში ამოგზაურებს, რა დროსაც საბავშვო ფილმების გმირებს ცნობილი მსახიობები გააცოცხლებენ. ღონისძიების შემდეგ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში განათდება.
სადღესასწაულო პროგრამით თათია ბუხრაშვილი დაინტერესდა.