საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ცენტრალურ მოედანზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მოეწყო სცენა, განთავსდება საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები.

საახალწლო პროგრამა ოთხი საათიდან დაიწყება. გაიმართება გალაკონცერტი. ოზურგეთელების წინაშე ბენდი „ლურჯი იალქანი“, სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი წარდგებიან. საახალწლო ღონისძიებაზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19:00 საათზე საზეიმოდ აინთება და ფოიერვერკით დასრულდება.

დატოვე კომენტარი