ახალი წლის დღეები საქართველოში

სადღესასწაულო სამზადისი რეგიონებში.

წლების წინ დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება. ქვეყნის ყველა ქალაქში საახალწლო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებები 23 დეკემბრიდან დაიწყება და ძველით ახალ წლამდე გაგრძელდება. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და კონცერტებთან ერთად გამოფენებს, საზეიმო მსვლელობებს, საახალწლო სოფლებს და პატარებისთვის სხვადასხვა გასართობ აქტივობას მოიცავს.