კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან ავტომობილების კოლონები დედაქალაქისკენ მოემართება. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრაზე კახეთიდან წამოსული ადგილობრივები, „თავისუფლების მოედანზე“ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან და მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.