მზადება „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციისთვის

კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან ავტომობილების კოლონები დედაქალაქისკენ მოემართება. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრაზე კახეთიდან წამოსული ადგილობრივები, „თავისუფლების მოედანზე“ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან და მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.