20 მაისიდან მშობლებს შვილების პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ.
წინა წლების მსგავსად, რამდენიმე სკოლაში მოხვედრა დიდი ალბათობით ამჯერადაც პრობლემური იქნება. ცალკეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. საყოველთაო რეგისტრაციას წინ უსწრებდა ორეტაპიანი პროცესი, რა დროსაც სასურველ სკოლებში შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და ის ბავშვები დაარეგისტრირეს, რომელთა და-ძმები მითითებულ სკოლებში სწავლობენ.
რამდენად გამართული იქნება შესაბამისი ვებ-გვერდი, სადაც საყოველთაო რეგისტრაცია მოხდება და რა სიახლეებია გათვალისწინებული პირველკლასელებისთვის – თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.