აქტიურ ფაზაშია შესული „ევროვიზიისთვის“ მზადება.
მასპინძელ ქვეყანაში, იტალიაში ჩასვლამდე კონკურსანტები ერთმანეთს ამჯერად ესპანეთში შეხვდნენ. ისრაელის შემდეგ პრომო ტურს მადრიდმა უმასპინძლა. კონცერტის მონაწილეებს შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „სირკუს მირკუსიც“, რომლის გამოსვლას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართულ ჯგუფს წინასწარ გამოკითხვებში მოწინავე პოზიციები აქვთ.