მზადება ევროვიზიისთვის

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტების სიმღერა და ვიდეოკლიპი მზად არის.

2022 წელს საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე პირველი არხის მიერ შიდა შერჩევის საფუძველზე შერჩეული ჯგუფი „ცირკუს-მირკუსი“ წარადგენს. კლიპის პრემიერა 10 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გეგმა შეიცვალა. ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, „ევროვიზიაზე“ შესასრულებელ სიმღერას მაყურებელი შავ ფონზე მოისმენს. მუსიკალურ კონკურსს წელს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს.