ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა და მათთან გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
საორგანიზაციო ჯგუფს ნუნუ მიცკევიჩი თავად უხელმძღვანელებს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზებაში, პირადად მიიღებს ინფორმაციას გამოცდების მიმდინარეობის პროცესში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ.