აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი ძალას იკრებს. ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მინესოტასა და ვისკონსინის შტატებში ჩავიდა და ამომრჩევლებს პოლიტიკური დღის წესრიგი გააცნო. ტრამპმა ტრადიციულად გააკრიტიკა პოლიტიკური ოპონენტი ჯო ბაიდენი და თქვა, რომ მსოფლიოს ძლიერი ლიდერებისთვის, ის სასურველი კანდიდატია.
პარალელურად, დემოკრატების პარტიული შეკრება დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს და საბოლოო ჯამში, საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად წარადგენს.
შტატების არჩევნებში ახლა მთავარი საკითხი არის არა ის, თუ როდის ჩატარდება არჩევნები, არამედ როგორი ფორმით, რადგან „კოვიდ 19“-მა ქვეყნის პოლიტიკაში სხვა რეალობა გააჩინა.