სომხეთისთვის ხვალ ისტორიული დღეა.
საპარლამენტო მმართველობაზე გადასული ქვეყანა ახალი წესით პრეზიდენტს პირველად ირჩევს. საარჩევნო უბნების ნაცვლად კენჭისყრა პარლამენტში ჩატარდება.
არჩევანი დიდი არ არის. კენჭს მხოლოდ ერთი, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყრის, რომელსაც შეკვეცილი უფლებების მქონე სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დასაკავებლად პარლამენტის 105 დეპუტატიდან მინიმუმ 79-ის მხარდაჭერა სჭირდება. არმენ სარგსიანი პროდასავლურ კანდიდატურად მოიაზრება-წლების განმავლობაში ის დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში დიპლომატიური მისიით იყო დაკავებული.