მზადება არჩევნებისთვის

რა პროგნოზები აქვთ პოლიტიკურ ჯგუფებს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით – შესაძლო გაერთიანებები და კონსულტაციები. რა გზით აპირებენ მმართველი გუნდის ოპონენტები ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას. პარტია „ლელოში“ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები ხალხის გარდა, არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან თუ პარტიასთან არ მიმდინარეობს. ოპოზიციის მეორე ნაწილი საარჩევნოდ გაერთიანების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ისინი დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებში ამჯერადაც გაიმარჯვებენ.