ვის რა შანსები აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? პოლიტიკური ჯგუფები საკუთარ პროგნოზებს აკეთებენ. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ოპოზიციის გეგმები კი ჯერ ისევ ბუნდოვანია. მათი ერთი ნაწილი საარჩევნოდ გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი „ნაციონალური მოძრაობისგან“დისტანცირებას და ახალი ძალის ფორმირებას აანონსებს.