20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ, დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „სირცხვილია“ მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიის გამო, დღევანდელ აქციაზე მაქსიმალურად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტირეკებით იქნება მონიშული ის ადგილები, სადაც აქციის მონაწილეები დადგებიან.
გიგა მაქარაშვილის თქმით, დღევანდელი აქცია იქნება ხანმოკლე და წარმოდგენილი იქნება რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსიც. უკვე დამონტაჟებულია სცენა, ცოტა ხანში რუსთაველის გამზირზე გზაც გადაიკეტება. ავტომანქანებს ალტერნატიული ქუჩებით მოუწევთ გადაადგილება, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც.